USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის შუალედური შეხვედრა 2023 წელი
🔶 USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში “ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის” ორგანიზებით თბილისის რეგიონის პარტნიორი სკოლებისთვის სასტუმროში “დიდუბე პლაზა” შუალედური, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
🔶 შეხვედრაში მონაწილეობდა თბილისის რეგიონის 70 სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე.
🔶 შეხვედრაზე მონაწილეებისთვის გაზიარებულ იქნა გასული წლის მუშაობის საინტერესო პრაქტიკა, ასევე გაეცნენ მიმდინარე სემესტრში პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს. შეხვედრის მეორე ნაწილში შესაბამისი კონსულტაციის შემდეგ მოსწავლეებმა ადგილზე, ჯგუფებში დაგეგმეს კონკრეტული პროექტები, რომლის განხორციელებასაც სკოლებში თვითმმართველობები უნდა ახდენდნენ. დასასრულს გამართეს პროექტების პრეზენტაცია.
Comments
Post a Comment