პროექტი-"სსსმ მოსწავლეების ჩართულობა სასწავლო პროცესში"

ტრენინგები სასკოლო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, საკითხის უკეთ გასააზრებლად.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. პროექტის ფარგლებში ჩვენი კლუბი უერთდება კამპანიას, ჩვენთან და არა ჩვენთვის! აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლების მიზნით კლუბის წევრებმა 5-6 კლასებს მიაწოდეს ინფორმაცია დაავადების შესახებ. დაურიგეს მათ გასაფერადებელი წინდები და ამით გამოხატეს მხარდაჭერა მათ მიმართ. ჭრელმა წინდებმა არაერთ ადამიანამდე მიიტანა ინფორმაცია. აქტივობა "უამრავი ჭრელი წინდა"
აქტივობა - „რესურსების დამზადება“. მოგეხსენებათ, ინკლუზიური განათლების პროცესის მართვა მეტად აქტუალურია. რესურსების შექმნითა და გამოყენებით ინტერაქტიული მეთოდების ინკლუზიურ განათლებაში დანერგვა გაამარტივებს სასწავლო პროცესს. აქტივობის ხელმძღვანელი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ეკატერინე გუდაძე. აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საგნის პედაგოგებმაც: მაია აფციაურმა, ინგა წერეთელმა, თეა ჯოლბორდმა, სოფიკო ვეკუამ, ნატალია დელბაშიშვილმა, სოფიო ქურციკიძემ, მაია ლაბუჩიძემ, სალომე ბუბაშვილმა,ხათუნა ირემაძემ და მზია ხუციშვილმა. მადლობა მხარდაჭერისთვის ფონდი თბილისის მოზარდთა სახლი.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში მისულ ბავშვებს მისი თანატოლები ტკბილეულით და ბუშტებით ეგებებოდნენ, ეს სიყვარულის და სითბოს გაცემის კარგი საშუალებაა. მოსწავლეებმა ფერადი ცარცებით სსსმ მოსწავლეებთან ერთად მოხატეს სკოლის ეზოს ტერიტორია, აქტივობაში მოსწავლეები და მასწავლებლები მაია აფციაური, ეკატერინე გუდაძე და ინგა ფირანიშვილი ხალისით იყვნენე ჩართული. პლანეტაზე ყველა ბავშვს უღრუბლო ცა და ნათელი მომავალი...

Comments