ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 2023 წელი

16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნება და ხაზს უსვამს იმ პრინციპის მნიშვნელობას, რაც ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს. საქართველოს გამორჩეული ადგილი უკავია ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით და გააჩნია ტოლერანტულ გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრების უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. ჩვენი კლუბის მიერ შექმნილი ვიდეო-რგოლიც ემსახურება ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებისა და განმტკიცების ხელშეწყობას, რაც სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისათვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

Comments