მედიაწიგნიერების კვირეული 2024 წელი
ჩვენი კლუბი აგრძელებს ყოველწლიურად მედიაწიგნიერების კვირეულის აღნიშვნას, რადგან მედიაწიგნიერება არის უნარი რომელიც თანამედროვე ცხოვრებაში სწორად ორიენტირებაში გვეხმარება. სკოლაში კლუბის წევრმა კესო გოგობერიშვილმა ჩაატარა გამოკითხვა რამდენად მედიაწიგნიერია ჩვენი სკოლის მოსწავლეები, რომელიც ძალიან საინტერესოდ წარიმართა.
https://www.facebook.com/reel/1762346724529645
https://fb.watch/zWq4YptS6u/
მედიაწიგნიერება არის პასუხი ციფრული საუკუნის გამოწვევებზე. მედიაწიგნიერება გულისხმობს ინფორმაციაზე კონტროლის დამყარებას. რაც უფრო მაღალია ადამიანის მედიაწიგნიერების ხარისხი, მით უფრო დიდია რეალურ სამყაროსა და მედიის მიერ შექმნილ სამყაროს შორის არსებული საზღვრის დანახვის უნარი. როდესაც ადამიანი მედიაწიგნიერია, ეს მას ეხმარება სწორად გაიკვალოს გზა ინფორმაციის სამყაროში და შეძლოს გაარჩიოს მართალი და ცრუ ინფორმაცია.
Comments
Post a Comment