სამოქალაქო კლუბის შემაჯამებელი შეხვედრა

8 მაისს გაიმართა სამოქალაქო კლუბ „სვოტი“-ს შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრაზე შეჯამდა კლუბის საქმიანობა, სადაც წარმოდგენილი იყო კლუბის აქტივობები და პროექტები. ასევე, კლუბის წევრებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის დასასრულს კლუბის წევრებს მიმართა დირექტორმა ქალბატონმა ეკატერინე ენდელაძემ, აღნიშნა კლუბის საქმიანობის პოზიტიური ასპექტები ახალგაზრდების განვითარებისათვის, მზადყოფნა გამოთქვა განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერაში და კლუბის წევრებს გადასცა სერთიფიკატები გაწეული საქმიანობისთვის.

Comments