9 აპრილი -2024 წელი

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. "აღარ მიყვარხარ აპრილო, სისხლიანი გაქვს კალთაო. ქართველ კაცს, რად ათქმევინე, ეს როგორ დაგემართაო?"
ექსპრომტად ..... ხეებზე გაკრული ლექსები ..... 9 აპრილი - ერთი დღე ორი დიდი ისტორიული კონტექსტით. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. p.s. და თუ დაგჭირდება, ჩვენო საქართველოვ, სანთლებს კვლავ აგინთებთ იცოდე, ხორცით მოწამლულნი, ისევ ავენთებით, მტერს რომ მოვუწამლოთ სიცოცხლე. მადლობა თავისუფლებისთვის ! „უსუსურება საკუთარი თანდათან მანგრევს, ვტირი და მაინც - მე ვამაყობ ჩემი მკვდრებითაც, რომ მტრის წინაშე არ დავეცე და კი არ გავქრე, ამოვიზარდო, აღმოვცენდე მოთმინებიდან“.

Comments