წიგნიერების კვირეული- (გიორგი კეკელიძე და ლაშა მარგიანი)
21 მარტს პოეზიის დღეა
ჩვენმა კლუბმა სკოლაში შექმნა „პოეზიის კედელი“ ,სადაც მოსწავლეებმა დაიტანეს თავიანთი საყვარელი სტრიქონები. პოეზიას შეუძლია თანამედროვე ადამიანის ნუგეში და მას საზოგადოების ყურადღების მიქცევა სჭირდება.
ათასნაირ აზრს გაიგონებთ პოეზიის შესახებ.ზოგი მის მიმართ სრულიად გულგრილია, ზოგს მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, ზოგისთვის კი საძულველი, პათეტიკური, სრულიად გაუგებარი რამაა. ალბათ ყველა თავისებურად მართალია. პოეზია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიანაც ხელშესახებია და ხმებისა და ტექსტების სახით არსებობს, არც ისე ადვილად მოსახელთებელი და გასაგებია. ყველას თავისი პოეზია აქვს.
ჩვენი კლუბის ლიდერი თეკლა მელაშვილი შეხვდა მეშვიდე კლასელებს და პოეზიაზე ისაუბრეს, გაუზიერეს ერთმანეთს საყვარელი ლექსები და მწერლები.
21 მარტს სამოქალაქო განათლების და წიგნის კლუბის ინიციატივით ჩვენს სკოლას ესტუმრა გიორგი კეკელიძე - ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი რომელმაც საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გამართა მოსწავლეებთან. მან ისაუბრა ლიტერატურაზე, წიგნიერებასა და მის როლზე ადამიანის ცხოვრებაში. შეხვედრა მრავლის მთქმელი და სასიამოვნო გამოვიდა.
ჩვენმა კლუბმა მოიწვია პოეტი ლაშა მარგიანი, რომელმაც საინტერესო შეხვედრა წარმართა მეათე-მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებთან.
დღეს, ამ წვიმიან დღეს პოეტმა ერთი მზის ნატეხი გადმოგვცა, საკუთარი წიგნი, რომელიც იმათთვისაა ვისაც არც მიწა ჰყოფნის და არც ცა, ვისაც მაინცდამაინც ადამიანი სჭირდება.
“სანამ თვალის გახელა შეგვიძლია,
სანამ ერთი ჩასუნთქვის ძალა მაინც გვაქვს,
სანამ გვყავს ვინმე,
ვინც შთაგვაგონებს ყოველგვარი შეუძლებლის შეძლებას,
სანამ ის რაც გვაიძულებს საკუთარ თავზე ზრუნვას,
სხვისადმი უსაზღვრო სიყვარულია,
მჯერა, რომ არ დავმარცხდებით“.
Comments
Post a Comment