შუალედური შეხვედრა-2024 წელი
24 თებერვალს გაიმართა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმძღვანელების და მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შუალედური შეხვედრა. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა წლის განმავლობაში განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ პროეტებზე.
ასევე შეხვედრაზე დაასახელეს ფრაზების კონკურსში გამარჯვებული სკოლები და მოსწავლეები 🏆ჩვენი სკოლა გამარჯვებულ სკოლებს შორის აღმოჩნდა, X კლასის მოსწავლე ნუცა ლომიძე ფრაზების კონკურსის გამარჯვებული გახდა🏆💖👏 რომელსაც გადაეცა სერთიფიკატი და მისი ფრაზა დაიბეჭდა 2024 წლის სამოქალაქო განათლების კალენდარზე. ვულოცავთ ნუცას კონკურსში გამარჯვებას
22 მაისს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის 2023-2024 აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
- შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა გასული აკადემიური წლის მანძილზე მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობები.
Comments
Post a Comment