დასუფთავების აქცია-დედამიწის დღე

ყოველწლიურად 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება! ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ჩვენი სამოქალაქო განათლების კლუბი „სვოტი“-ის ინიციატივით დასუფთავდა ზღვის სანაპირო ზოლი. მოსწავლეებმა ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს. დასუფთავების მიზანს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სოციალური პასუხიმგებლობის გაზრდა წარმოადგენდა. მადლობა „ფონდი თბილისის მოზარდთა სახლი“ მხარდაჭერისთვის.

Comments