საკლუბო ინიციატივა "სიკეთე გვაერთიანებს"

 142-ე საჯარო სკოლაში დაიწყო სამოქალაქო განათლების კლუბის ინიციატივა

,,სიკეთე გვაერთიანებს”.
9 ნოემბერს, სკოლაში განთავსდა ყუთები, წარწერით ,,სიკეეთე გვაერთიანებს” სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ თავისი წვლილის შეტანა ქველმოქმედებაში. ეს ინიციატივა ბავშვებმა უკვე აიტაცეს და ჩაერთნენ მასში.



























ინიციატივა „სიკეთე გვაერთიანებს“ ფარგლებში 142- საჯარო სკოლის საზოგადოება ნოემბრის თვეში გაერთიანდა საერთო საქმისთვის, შეჭირვებული ადამიანების დასახმარებლად.
ბედნიერებაა როცა გაახარებ ბევრ ადამიანს ვისაც გვერდით დგომა სჭირდება.
სამოქალაქო კლუბის „სვოტის“ სახელით გვინდა მადლობა გადავუხადოთ 142-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს გვერდით დგომისა და დახმარებისათვის. ჩვენ ვამაყობთ ასეთი ადამიანებით, რადგან ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და გულით სიკეთე დააქვთ
❤ მადლობა მათ იმიტომ რომ არსებობენ და ფიქრობენ სხვის კეთილდღობაზე ❤























ქ.თბილისის 142- საჯარო სკოლაში 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს სამოქალაქო განათლების კლუბის „სვოტის“ ინიციატივით მოეწყო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომელიც დააფინანსა "ფონდი თბილისის მოზარდთა სახლმა" სკოლაში გამოიფინა სკოლის მოსწავლეების ხელნაკეთი საახალწლო ნამუშევრები. გამოფენა-გაყიდვა მიზნად ისახავს დაანახოს საზოგადოებას, რომ მცირეოდენი დანახარჯებითა და ძალისხმევით შესაძლებელია ადამიანთა, განსაკუთრებით კი საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.







































































































ქველმოქმედება მხოლოდ უანგარო დახმარებაა, ჩვენს დავიწყეთ საახალწლოდ ოჯახების გახარება
პროექტ "სიკეთე გვაერთიანებს" ფარგლებში დავეხმარეთ 13 მზრუნველება მოკლებულ ოჯახს























































17 დეკემბერს, სამოქალაქო კლუბმა „სვოტი“  განახორციელა საქველმოქმედო ინიციატივა „სიკეთე გვაერთიანებს“. რომლის ფარგლებშიც ისინი მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ, მიულოცეს ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაული და ბენეფიციარებს თემში აგროვებული პროდუქტი გადასცეს. მოსწავლეთა სტუმრობამ მოხუცები ძალიან გაახარა.  შეხვედრას ემოციების და სიხარულის ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია. ერთი ჯადოსნური დღე აჩუქეს ბავშვებმა მოხუცებს, სადაც ყველაფერი ფერადი და ლამაზი იყო. სკოლა შემდგომშიც გეგმავს მსგავსი ტიპის ინიციატივის განხორციელებას.







































































































Comments