მედიაწიგნიერების კვირეული 2023 წელი 25-31 ოქტომბერი
ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი "სვოტი"-ს წევრებმა მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლაში გამოაკრეს მედიაწიგნიერების გზავნილები, ამით კიდევ ერთხელ შეახსენეს სკოლის საზოგადოებას, რომ მედიაწიგნიერი და კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოება ვერ გახდება დეზინფორმაციის მსხვერპლი.
მიმდინარეობს მედიაწიგნიერების კვირეული ჩვენს სკოლაში, რომლის მიზანია, მოსწავლეებში გაიზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებებისა და როლის შესახებ. სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა მარიამ ჩიხრაძემ და თეკლა მელაშვილმა 30-31 ოქტომბერს ჩაატარეს გაკვეთილები მეშვიდე და მეათე კლასებში მედიაწიგნიერების შესახებ და განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა: დეზინფორმაცია, უსაფრთხო ინტერნეტი, სიძულვილის ენა, სიტყვის თავისუფლება და მედიის მიუკერძოებლობის სტანდარტები.
მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა კლასის საათი მეათე კლასში "ჩვენ და მედიაწიგნიერება"
Comments
Post a Comment