პროექტი "სკოლის რეინჯერები"

დღეს, 21 დეკემბერს ჩვენმა კლუბმა დაიწყო პროექტი „სკოლის რეინჯერები“, რომლის ფარგლებშიც განვახორციელეთ დაგეგმილი აქტივობა „ვიცხოვროთ სუფთა გარემოში“და დავასუფთავეთ სკოლის ეზო. სკოლის რეინჯერებთან ერთად ტერიტორიის დასუფთავებაში მონაწილეობა მიიღეს VIIIბ და Xა კლასებმა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. დასუფთავების მიზანს ახალგაზრდა თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
მიმდინარეობს ჩვენი პროექტი "სკოლის რეინჯერები" რომლის ფარგლებშიც გვაქვს დაგეგმილი რეკრეაციული სივრცის მოწყობა. პროექტის მიზანია მოვაწყოთ მოსწავლეებისთვის კომფორტული გარემო სადაც შეძლებენ დასვენებას.
ჩვენი კლუბის რეინჯერები აგრძელებენ მუშაობას. მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცის მოწყობა, რომლის მიზანია შევქმნათ მოსწავლეებისთვის კომფორტული გარემო.
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი რეკრეაციული ზონის მოწყობას ... ჩვენი სივრცე მცენარეებით გავალამაზეთ ❤️❤️
ესეც ჩვენი დასრულებული სივრცე ❤️
ჩვენი სივრცე ჩვენი მოტივაციაა...
დღეს, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა ბიზნეს საბჭოს შეხვედრა, მონაწილეობდა სამი სკოლა და ერთ-ერთი იყო ჩვენი N 142 საჯარო სკოლა, სადაც შევხვდით სხვადასხვა სფეროს ბიზნესის წარმომადგენლებს. ჩვენი სამოქალაქო განათლების კლუბის „სვოტი“ აქტიურმა წევრებმა თეკლა მელაშვილმა და მარიამ ჩიხრაძემ წარადგინეს პროექტი „სკოლის რეინჯერები“,რომელიც შერჩეული იყო ბიზნეს შეხვედრისთვის. ისაუბრეს პროექტის აქტივობებზე, მის მიმდინარეობაზე და დადებით შედეგებზე. მადლობა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას, რომ მოგვცა პროექტის წარდგენის საშუალება.
22 აპრილი დედამიწის დღეა... ჩვენმა კლუბმა პროექტის "სკოლის რეინჯერების" ფარგლებში მესიჯი გაუგზავნა თანატოლებს, რომ დავრგოთ მცენარეები და მოვუფრთხილდეთ ბუნებას.
ჩვენი კლუბის პროექტ "სკოლის რეინჯერების" ინიციატივით ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასთან დაკავშირებით მეათე კლასებს შორის გაიმართა შეჯიბრი მკლავჭიდში, რომელსაც ხელმძღანელობდა სპორტის მასწავლებელი უჩა მაისურაძე და გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
ჩვენი კლუბის სივრცე იხატება გრაფიტით მხატვარ ელენე ელყანიშვილის მიერ ❤
ზამთარში გაზაფხულის მოყვანა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ...

Comments