კლუბის პროგრამა

 

142-საჯარო სკოლის

 

 

სამოქალაქო განათლების კლუბი

 

 

კლუბის კოორდინატორი: ნანა მაჩიტიძე     

 

 

 

კლუბის წესდება

 

Ø სსიპ ქალაქ თბილისის N142- საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა  სამოქალაქო განათლების კლუბი

Ø კლუბის სახელია ,, სვოტი“                

Ø სლოგანი: ,, დაისახე, ირწმუნე,განახორციელე“                

Ø ლოგო:

Ø კლუბის დამფუძნებლები სსიპ ქალაქ თბილისის N142 საჯარო სკოლის IX- XI კლასის მოსწავლეები.

Ø კლუბის კოორდინატორია ისტორიის მასწავლებელი: ნანა მაჩიტიძე

Ø კლუბმა შეიმუშავა წესდება რომლის თანახმადაც კლუბი  იმუშავებს.

Ø    კლუბი აწევრიანებს სსიპ ქალაქ თბილისის N142- საჯარო სკოლის IX- XI კლასის მოსწავლეებს ნებაყოფლობის საფუძველზე.

 

 

 

 

კლუბის მიზნები და ამოცანები:

 

      სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა;

      ახალგაზრდების გააქტიურება და მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში;

      მოზარდებში სამოქალაქო უნარ-ჩვევების და პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა;

      მოსწავლეთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და გამომუშავება;

       განათლების და ინფორმირების მდგრადი გარემოს შექმნა

      აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება;

      მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორცილება;

      ინტელექტუალური, კულტურული ღონისძიებების ორგანიზება;

      კონფერენციების, ტრენინგების, კონკურსების ორგანიზება;

      საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;

      კლუბიუფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედგეზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

 

 

 

 

 

 

სამოქალაქო კლუბის  ფუნქციები:

 

     სკოლის სხვადასხვა შიდა და სათემო პრობლემის გადაწყვეტა;

      სხვადასხვა სასკოლო და სკოლისგარეშე  სათემო აქტივობების ინიცირება და განხორციელება;

      ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობა და ახალგაზრდების ინტერესების დაცვა;

     ახალგაზრდების ჩართვა  გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

       მჭიდრო თანამშრომლობა სკოლის ადმინისტრაციასთან, არასამთავრობო სამსახურების წარმომადგენლებთან და მათთან ერთად სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;

      მოსწავლეებში სამოქალაქო განათლების სწავლისა და საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის წახალისება.

 

 

 

კლუბში სასკოლო მონაწილეობა ხელს შეუწყობს:

 

     მოზარდებში სოციალური და ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას;

     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვას;

     კომუნიკაციის უნარების გამომუშავებას;

     გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბება;

     უვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა;

     სწავლობენ მოვლენათა შეფასებას

     მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას,

    ამზადებს მათ პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მოგვარებისათვის;

 

 

 

 

კლუბის სტრუქტურა:

 

 

კლუბის მუშაობაში ჩართულები არიან:

 

     კლუბის წევრები

     კლუბის ლიდერი

     კლუბის კოორდინატორი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კლუბის წევრები:

 

 

 

§  შეძლებენ, პრაქტიკულად გამოიყენონ გაკვეთილებზე მიღებული თეორიული ცოდნა;

§  შეიძენენ სასკოლო პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და ჩატარების გამოცდილებას;

§  გამოიმუშავებენ აქტიური მოქალაქისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

 

 

 

 

 

 

სამოქალაქო კლუბის წევრს უფლება აქვს:

 

     მონაწილეობდეს კლუბის სამუშაო შეხვედრების მუშაობაში;

     შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის პროგრამებში და ღონისძიებებში;

      მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კლუბის ლიდერისაგან  და წევრებისაგან კლუბის საქმიანობის შესახებ;

     ისარგებლოს კლუბის სახელით მესამე პირებთან მოლაპარაკებების დროს;

 

 

 

 

 

 

სამოქალაქო კლუბის წევრი მოვალეა:

 

 

     დაიცვას კლუბის წესდება და  მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

      გაუფრთხილდეს კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს;

     აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო კლუბის  მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს კლუბის ეფექტურ ფუნქციონერებაში.

 

 

 

 

 

 

კლუბის ლიდერი

 

 

     პასუხისმგებელია კლუბის გამართულ და ეფექტურ ფუნქციონირებაზე. ამ მიზნით ის თანამშრომლობს კლუბის კოორდინატორთან. კლუბის ლიდერი შესაძლოა იყოს  სკოლის მოსწავლე, რომელსაც აირჩევს კლუბის წევრების უმრავლესობა.

     კლუბის ლიდერი ყველა გადაწყვეტილებას იღებს კლუბის  სამუშაო ჯგუფებთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქმიანობის გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა ჩაერთოს კლუბის კოორდინატორი პედაგოგიც.

 

 

 

შიდა საკლუბო პროგრამების ჯგუფი
საგანმანათლებლო ღონისძიებების ჯგუფი
ადვოკატირების ჯგუფი

 

(1)რომელიც განახორციელებს საგანმანათლებლო შეხვედრებს მხოლოდ კლუბის წევრებისთვის.

(2)  რომელიც განახორციელებს საკლუბო საგანმანათლებლო აქტივობებს არა მხოლოდ კლუბის წევრებისთვის, არამედ სკოლის სხვა მოსწავლეების, პედაგოგების, მშობლების, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისა და ყველა სხვა დაინტერესებული პირებისათვის .

(3) ამ ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიზანია საზოგადოებაში არსებული პრობლემების აღმოჩენა და მოგვარება.

 

 

 

 

თანამშრომლობა კლუბის წევრებს შორის

 

 

 

     მონაცემების და ცოდნის გაზიარება:

      გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა და კონსენსუსის მიღწევაში მონაწილეობა:

      საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში უშუალო მონაწილეობა

      გადაწყვეტილების ამუშავებისა და განხორციელების პროცესში ჩართულობა:

 

 

 

 

 

 

კლუბის ეთიკა

 

 

     უნდა მოუსმონინ ერთმანეთს;

     არ უნდა აუწიონ ხმას;

     აზრი დაასაბუთონ არგუმენტებით;

     მიიღონ ერთმანეთის საინტერესო წინადადებები;

     ფრთხილად გამოიყენონ მოპოვებული ინფორმაცია(ფოტო მასალა ან ინტერვიუ);

     კლუბის წევრები უნდა მოექცნენ ერთმანეთს თავაზიანად.

 

 

 

 

      მოცემული წესდება არეგულირებს სამოქალაქო კლუბის სამუშაო ეთიკის ნორმებს და ვრცელდება ყველა წევრზე.

      კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს კლუბის პრესტიჟსა და სახელს, უფრთხილდებოდეს მას და ზრუნავდეს მის განვითარებაზე, თავისი ქმედებითა თუ უმოქმედობით არ ლახავდეს მას, მოქმედებდეს მაღალი ადამიანური ღირსებით კლუბის მიერ დაკისრებული ფუნქციებისა თუ მისიის განხორციელებისას.

      კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს და პატივს ცემდეს კლუბის დადგენილ ნორმებს. პატიოსნად და ნაყოფიერად ახორციელებდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამართლებდეს მინიჭებულ ნდობას.

      კლუბის ყველა წევრი და ლიდერი უფლებამოსილია გონივრულად ისარგებლოს და  გამოიყენოს კლუბის სახელი, კლუბის პროგრამები, პროექტები, განხორციელებული საქმიანობების ანგარიშები, მათგან გამომავალი დასკვნები და მიგნებები, საქმიანობისას მიღებული ინფორმაცია, განხორციელებული საქმიანობის ან პროგრამის გაგრძელებები და ყველაფერი, რისი შემუშავებაც მოხდა კლუბში, წარმოადგენს კლუბის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას.

      სამოქალაქო კლუბის სახელის ბოროტად გამოყენება, სამუშაო პროცესში მიღებული შიდა ინფორმაციით მანიპულირება (მისი არადროული გადაცემა, დაფარვა, საჯაროდ გავრცელება) პირადი მოგების მიზნით განიხილება უხეშ დარღვევად.

 

Comments