პროექტი "ევროკავშირის გაფართოების მოდელირება 2024“
ჩვენმა კლუბმა დაიწყო პროექტი "ევროკავშირის გაფართოების მოდელირება 2024“, რომელსაც ხელმძღვანელობს კლუბის აქტიური წევრი ლიზი გელაშვილი.
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ ევროკავშირის შესახებ. პროექტის ფარგლებში ჩამოაყალიბეს დელეგატების ჯგუფები და შეიმუშავეს რეზოლუციები.
ჩატარდა „ევროკავშირის გაფართოების მოდელირება 2024“, სადაც დელეგატებმა წარადგინეს ქვეყნები: თურქეთი, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო, რომლებიც პატივს სცემენ ევროკავშირის ხელშეკრულებაში მოხსენიებულ ევროპულ ღირებულებებს. ჰქონდათ შემუშავებული რეზოლუციები, განსაზღვრეს კანდიდატის მქონე ქვეყნები რატომ უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მოსწავლეებმა წარმოაჩინეს რომ ეს ქვეყნები დგამენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
Comments
Post a Comment