პროექტი-„იზრუნე და შეიფარე ოთხფეხა მეგობარი“

 

საგრანტო თემა: ახალგაზრდების მიერ ადგილობრივი პრობლემების მოგვარება სახვადასხვა მხარესთან თანამშრომლობით (ადგილობრივი მედია, თვითმმართველობა და ა.შ.)

პროექტის სახელწოდება :იზრუნე და შეიფარე ოთხფეხა მეგობარი“

სკოლის დასახელება: თბილისის 142-საჯარო სკოლა

პასუხისმგებელი არასამთავრებო ორგანიზაცია:

აპლიკანტის სახელი და გვარი:

პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი: ნანა მაჩიტიძე-მასწავლებელი

პროექტის ხელმძღვანელის დაბადების თარიღი: 25.08.1979წ.

პროექტის ხელმძღვანელის მისამართი(ფაქტიური): თბილისის, თემქის დასახლება -XI  მ/რ, II კვ. კორპ-34, ბინა-30. T-577619260 Email-machitidze1979@gmail.com

პროექტის ხანგრძლივობა (1 დან 4 თვემდე): 3 თვე

ჩამოთვალეთ პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მიუთითეთ მათი სტატუსი და მოვალეობები:  სოფია ცერიაშვილი-სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და სამოქალაქო განათლების კლუბი „სვოტი“-ის წევრები (9-11 კლასის მოსწავლეები): მაგდალინა ჩახაია-კლუბის ლიდერი, საბა გულვარდაშვილი ,ნათო ძებისაშვილი, ანი ნოზაძე ანი გაგუა, ნინი გვასალია, ნუცა გაძაკაშვილი, ეკატერინე მღებრიშვილი, ბარბარე ბარბაქაძე ,               თეკლა მელაშვილი, თამარ რუბაშვილი, ლიზი გელაშვილი, თეონა დვალიშვილი, კესო ფავლენიშვილი, ელენე მინაშვილი, ანანო ბარბაქაძე, ოლიკო ჭიღლაძე, მარიამ ჩიხრაძე, მათე კოპაძე.

 

როგორ შევიტყვეთ კონკურსის შესახებ:  USAID -ის სამოქანათლების პროგრამის საშუალებით.

პროექტის მიზანი:  მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიის, ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულების ჩამოყალიბება და სოციალური პასუხისმგებლობა.  განუვითარდეთ ის უნარები , ღირებულებები და დამოკიდებულებები, რაც აუცილებელია სამართლიანი და ჰუმანური საზოგადოების ფორმირებისთვის. 

მოსალოდელი შედეგები:  სხვადასხვა თბილისის უბნებში ეს პრობლემა ჰუმანური მეთოდებით აღმოიფხვრა, ჩვენც გვინდა მათი პრაქტიკის გათვალისწინებით, კომპლექსური მიდგომით, საზოგადოებისა და მუნიციპალიტეტის ჩართულობით საბოლოოდ მოვაგვაროთ ეს პრობლემა ჩვენს დასახლებაში. ჩვენ ჩვენი ჩართულობით შევეცდებით შეძლებისდაგვარად მოვაგვაროთ ყველა მიმართულებით მიუსაფარ ცხოველთა მდგომარეობა, მათი უფლებები და მათზე ზრუნვა იყოს დარეგურირებული, ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წარმომადგენლები, რომ სამომავლოთაც გავაგრძელოთ ჩვენი დაწყებული საქმე, თუმცაღა მნიშვნელოვანია სხვა ორგანიზაციების გამოცდილებაც გავიზიაროთ ამ კუთხით და მათთან ურთიერთთანამშრომლობა. პერიოდულად ჩვენ გვექნება შეხვედრები მიუსაფარი ცხოველების პრობლემების შესწავლის მიზნით, დავსახავთ კონკრეტულ გეგმებს და ამოცანებს, რადგან გავაგრძელოთ აქტიურად მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა. შევეცდებით დავაინტერესოთ ჩვენი საკითხით სხვადასხვა ორგანიზაციები, რომ შესაძლებელი იყოს თავშესაფრის აშენება ჩვენს ტერიტორიაზე. ეს კი გრძელვადიან პრესპექტივაში გვესახება პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზად.რადგან ადგილზე მოხდება ყველა სახის მომსახურების გაწევა მიუსაფარ ცხოველებზე.

 

 

საჭიროებები/პრობლემის აღწერა: პრობლემა-მაწანწალა ცხოველების თემა რეალურად დგას ჩვენი დასახლების წინაშე(142-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორია) , რომელიც დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება და ეს დიდი ხანია აწუხებს ადგილობრივ  მოსახლეობას. თემქის დასახლებაში უგულო ადამიანების წყალობით დაეხეტებიან მაწანწალა ძაღლები, რომლებსაც აუტანელ პირობებში უხდებათ ქუჩაში ცხოვრება, უსახლკარო ცხოველები ხშირად ინფექციური დაავადების მატარებლებადაც გვევლინებიან. მოსახლეობის მხრიდან არ ხდება საკვებით უზრუნველყოფა, არის სისასტიკის ბევრი ფაქტები, ასევე ძაღლების მხრიდან სკოლის მოსწავლეების დაკბენის ფაქტები. მაწანწალა ცხოველების არსებობის ერთ-ერთი მიზეზი პატრონის გულგრილობა და შობადობის უკონტროლო მდგომარეობაში ყოფნაა. ცხოვრობენ უოჯახოთ, უპატრონოდ. მათ შიათ და სწყურიათ, ზამთრის სიცივეში ვერსად აფარებენ თავს. მათი ყოფითი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვინდა სწრაფად და მყისიერად მოვაგვაროდ ეს პრობლემა.

რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად: ღონისძიებები, რომლის განხორციელებასაც  ვაპირებთ აღნიშნული პრობლემის ფარგლებში არის შენდეგი:

1.      მიუსაფარი ცხოველების აღრიცხვა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (საბა გულვარდაშვილი, მათე კოპაძე, ეკატერინე მღებრიშვილი, კესო ფავლენიშვილი, თემქის დასახლება 142-საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, დასაწყისი 15 ნოემბერი)

2.      საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარება (სსსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, ნოემბრის ბოლო)

3.      მოსწავლეების მიერ საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება და გავრცელება თემში-„ როგორ დავიცვათ ცხოველები“ . (8 კლასები)

4.      მიაუსაფარი ცხოველების საკვებით დახმარება (8-9-10 კლასის მოსწავლეები)

5.      ყუთების განთავსება ტერიტორიაზე,სადაც შეეძლებათ მოსახლეობას განათავსოს დაძველებული პური.

6.      მიუსაფარი ძაღლებისთვის კვების და წყლის კონტეინერების განთავსება ქუჩებში ( 10-11 კლასის მოსწავლეები, 5 დეკემბერი)

7.      ტრამვირებული ძაღლების შემთხვევაში კონკრეტულ ვეტერინალურ კლინიკასთან (თავშესაფართან) თანამშრომლობა ,პრეპარატებით დახმარება

8.      გაჩუქება და პატრონის მოძებნა (თემში)

9.      მიუსაფარი ძუ ძაღლების სტერილიზაცია, ვაქცინაცია

10.  მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლების გადმოცემა, რომელსაც ახორციელებს ცხოველთა მონიტორინგის  სააგენტო

11.  მოვლილი ძაღლების განსხვავება წითელი ბაბთებით

12.  კინოლოგის დასკვნის საფუძველზე განსაკუთრებული ცხოველების თავშესაფარში გადაყვანა, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს დასახლებას

 

Comments