პროექტი „პირველადი დახმარება სკოლებში“
მიმდინარეობს სამოქალაქო განათლების კლუბის “სვოტი“ინიციატივა „პირველადი დახმარება სკოლებში“, რომლის ფარგლებში სკოლაში იმყოფებოდა წითელი ჯვრის საზოგადოებიდან წარმომადგენელი, რომელმაც მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს ესაუბრა პირველადი დახმარების მნიშვნელობაზე და იმ უნარებზე რაც აუცილებელია სიცოცხლის გადასარჩენად.
სამოქალაქო განათლების კლუბის „სვოტი“ წევრებმა ინიციატივის ფარგლებში „პირველადი დახმარება სკოლებში“, შეიმუშავეს და დაამზადეს საინფორმაციო ბარათები პირველადი დახმარების წესები, რომელიც გაავრცელეს სკოლის საზოგადოებაში.
ჩვენი კლუბის ინიციატივის "პირველადი დახმარება სკოლაში" ფარგლებში, კლუბის წევრებმა დაამზადეს პირველადი დახმარების ყუთები. წესით, ყველა სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს პირველადი დახმარების ყუთებით რათა საჭირო ვითარებაში აღჭურვილობა გვქონდეს და შევძლოთ მათი გამოყენება.
Comments
Post a Comment